Graphic Design · Digital Art · Painting

ნათია შენგელიაNACIKO

გრაფიკული დიზაინერი და ხელოვანი საქართველოდან. ბრენდინგი, სარეკლამო და ბეჭდური მასალა, ციფრული ხელოვნება და მხატვრობა — ყველა ნამუშევარს თავისი ხასიათი აქვს.

← მთავარი გვერდი

ნათია შენგელია
NACIKO
განათლება · 2011 — 2015ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიბაკალავრი (BA) — კომპიუტერული დიზაინი და დაზგური გრაფიკა

ჩემ შესახებ

მე ნათია შენგელია ვარ — გრაფიკული დიზაინერი და ხელოვანი საქართველოდან. შემოქმედებით სამყაროში მიცნობენ სახელით NACIKO. ჩემი საქმიანობა აერთიანებს გრაფიკულ დიზაინს, ციფრულ ხელოვნებასა და ტრადიციულ მხატვრობას.

ვმუშაობ გრაფიკული დიზაინის მრავალ მიმართულებაზე — ბრენდის ვიზუალური იდენტობიდან და შეფუთვიდან ნებისმიერ სარეკლამო, ბეჭდურ და ციფრულ მასალამდე: ფლაერები, ბუკლეტები, ბანერები, პოსტერები, სოციალური ქსელების დიზაინი და სხვა. ვქმნი ეტიკეტებს, შეფუთვას, ლოგოებს, პრეზენტაციებს და სხვა ვიზუალურ მასალას, რომელიც თითოეული პროდუქტისა და ბრენდის ხასიათს გამოხატავს.

ასევე დაკავებული ვარ ციფრული ხელოვნებით — Digital Art-ით. ვქმნი ილუსტრაციებს, პერსონაჟების, სამოსისა და აქსესუარების კონცეფციებს. ციფრული შემოქმედების პარალელურად, ვხატავ ტრადიციული ტექნიკებითაც, სხვადასხვა სახის საღებავითა და მასალით. მიყვარს ფერის, ფორმისა და ფაქტურის კვლევა და იდეისთვის შესაფერისი გამოხატვის გზის პოვნა.

ჩემთვის ყოველი პროექტი იწყება იდეითა და იმ ამბით, რომლის გადმოცემაც მსურს. იქნება ეს ღვინის ეტიკეტი, ბრენდის ვიზუალური სახე, თამაშის პერსონაჟის სამოსი თუ ტილოზე შესრულებული ნახატი — ვცდილობ, თითოეულ ნამუშევარს საკუთარი ხასიათი ჰქონდეს.

გრაფიკული დიზაინიბრენდინგი, სარეკლამო და ბეჭდური მასალა, შეფუთვა
Digital Artილუსტრაცია, პერსონაჟები, სამოსის კონცეფცია
მხატვრობაზეთი, აკვარელი, ფანქარი, დაზგური გრაფიკა

← მთავარი გვერდი

ნამუშევრები

ნამუშევარზე დაჭერით სრული ზომით გაიხსნება.

სერვისები

შემიკვეთე დიზაინი — ფასი დამოკიდებულია პროექტის მოცულობაზე. მომწერე და შეგითანხმებ.

მაღაზია

ხელნაკეთი ნივთები NACIKO-სგან.

ჯილდოები

ვარ PUBG MOBILE-ის Ptopia Design Project-ის (PDP) აქტიური მონაწილე. საერთაშორისო PDP Mexico Outfit Design Contest-ზე ჩემმა ნამუშევრებმა ორი ჯილდო მოიპოვა: Papel de la Vida-მ — Bronze Award, Cempasúchil Serenade-მა კი — Outstanding Award.

PDP 2026 Global Firearm Finish Design Contest-ზე კი Toxic Arachnid AWM-მა Popularity Award მოიპოვა.

PDP Mexico — გამარჯვებულები → PDP Firearm 2026 — გამარჯვებულები →

ჩემს კონცეფციებში ხშირად ვაერთიანებ მოდას, ფანტაზიას, ფუტურისტულ ესთეტიკასა და კულტურულ მოტივებს. განსაკუთრებული ადგილი ქართულ მემკვიდრეობას და მის თანამედროვე ინტერპრეტაციას უჭირავს.

Bronze AwardPapel de la VidaPDP Mexico Outfit Design Contest
Outstanding AwardCempasúchil SerenadePDP Mexico Outfit Design Contest
Popularity AwardToxic Arachnid AWMPDP 2026 Global Firearm Finish Design Contest

შეფასებები

იმუშავე ჩემთან? დამიტოვე შეფასება — ძალიან მადლობელი ვიქნები.

შეფასება

მოდი, ერთად შევქმნათ

ლოგო, ფლაერი, ბუკლეტი, ბანერი, ეტიკეტი, ილუსტრაცია თუ პერსონაჟის კონცეფცია — მომწერე და განვიხილოთ შენი იდეა.

მადლობა! ფორმა ჯერ არ არის დაკავშირებული ელფოსტასთან — მანამდე მომწერე პირდაპირ nshengelia0110@gmail.com-ზე.